LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინზინგერი: რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან.. მე ვიცნობ ქართველ ხალხს, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი – არა

136
ადამ კინგინგერი და ღარიბაშვილი

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან“, – ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნული განცხადებით ყოფილი კონგრესმენი  გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

„სად ნახა ღარიბაშვილმა 100? წყარო მანახეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება

„რატომ ითხოვს „ქართული ოცნება“ დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი არა.“ – წერს ყოფილი კონგრესმენი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა.

როცა ომში მყოფი ადამიანი იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს – პრემიერი ზელენსკიზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები