LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კინოწარმოება უნდა აღორძინდეს” – ივანიშვილი ქართული სერიალების გადაღებებს დააფინანსებს

158
bidzina_574c027fcf7f0

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერებში გასული სერიალების ხარისხით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ქართული კინო უნდა აღორძინდეს და ამ მიმართულებით, „ქართუ ფონდი“ დაფინანსებას გამოყოფს. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

“რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის მისი განცდა და აღქმა. ბედნიერების ინდექსის კვლევაში ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში არის უკეთესი დ ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოში – საფრანგეთში აქვთ უარესი ჩვენზე. საფრანგეთი უარესია, ჩვენთან ფასეულობები, ოჯახი მაინც დარჩა, იქ არა. ამ ფონზე ძალიან ბევრს ვაკეთებთ და მთავარი არ არის ის, რაც იოლად მისაღწევია – 2020-ის არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის ქართულ ოცნებას არანაირი ხიფათი არ აქვს გამარჯვებაში. მაგრამ ეს არ არის მთავარი, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს. პრობლემა არის უფრო მძიმე და უფრო მასშტაბური.

ჩვენს მედია სივრცეს თუ ანალიზს გავუკეთებთ – ბოლო რამდენიმე დღე ჩვენ ბჭობა გვქონდა გუნდში – იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა რომ ბილწსიტყვაობა უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ეს მდარე სერიალები და გადაცემები ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ.

იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას ტელევიზიები და მათ რიცხვში თქვენი ტელევიზიაც, არა მარტო რუსთავი 2, თუმცა, რაც მოდის იქიდან, ენით აღუწერელია.

ის პრობლემა რაც დგას არის გაცილებით გლობალური ვიდრე ქართული ოცნების არჩევნები, 2020 თუ 19 წლის და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. არის უფრო მთავარი ღირებულება, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. ის რაც ხდება თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა ჩვენში, არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო მაგრამ სხვა საზოგადოება მივიღოთ, გამოთაყვანებული ან რაღაც, ბოდიშის მოხდით. შესაბამისად ჩვენ ჩვენის მხრივ რასაც ვცდილობთ და ვაკეთებთ, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს.

ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები. შესაბამისად მაქსიმალურ მობილიზებას ვაკეთებთ. მათ შორის “ქართუ ფონდი” მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრ ნაბიჯებს გადავდგამთ”- განაცხადა ივანიშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები