კინოთეატრ ამირანთან გასროლის ხმა იყო. დაძაბულია მდგომარეობა თბილისის კინოთეატრებთან. განსაკუთრებით რთულია ვითარება კინოთეატრ ამირანთან, სადაც რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ შენობასი შეჭრას და ფილმიდ ჩვენების ჩაშლას. უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა და სპეციალური დანიშნულების დაცვის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას. მათ წინასწარ დააანონსეს შენობასი შესვლა და აპარატურის გამორთვა, თუმცა ამ დრომდე მათ ამის შაშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციაზე აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ეს იყო პიროტექნიკა. შაშხანების აფეთქებამ აქციის მონაწილეებს შორის დაძაბული სიტუაცია გამოიწვია. როგორც ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული არავინ არ არის. აქციის მონაწელეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კინოთეატრის შენობაში შეღწევას.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/418503758840111/?__xts__[0]=68.ARB_ZkQG30M4S9iT6NvsmQajBJvVife38Jsj3ZjMMTdG4lGmVKtcVfTNyaTyrYFCNHdasq6mXjDJxw0MtN1dPutGjJ9oHbTlq6dVbgoFD0U24_l3QdPSQso34Tjkazm54X9tHs77-aY28KeedReBxOSh-0wXOx_6ULKWzFdhT5Z3DD0sr1fv8xFdiBJyJTrp7Q500rltDcmr8ZgeB40VqiPPPdGzsBugFyBVdtQuHBlSiVZdSqFOKLv3NXs419oZ6JUI3x3T9qKPC9VzmyQbsdaBgH-U0YWNwUHofmqfHQpZhYONqPMFqoT1iE917cNWFvTR7rsjUyQ2x7lAVpaRHJEfj0Rqe96O&__xts__[1]=68.ARDWUMnSl97W48HQS6VyvkVtbmELLO8-AdEzEeS5-0cMEYbELxc8pXSf1e6kChG79MMd1P-w7V1Xhcs6eVAuEdacw0soaZRnrzvHBgXPThpY7DFJGwEJI1gGLavghpUkT7_KkMAvz18nx_8DLJr1GpD0G_R8ldAYGnayiusgGNlOpI76Kt0YOc6U5Bape03DmhZhLOp1fm-fvBKhvNJkcdfXpgvfOiWo_v8nM4KdPpEtt8ojUTrz9B_F6vj4aQSMk6fRoktQqXX9UX2xM7ndf9SM3j1dx_qQrtQng4QcOXtP1uBzKVpumdw7SySuUIgnLPAAvBF4KBQZPwLrnLzMFvl9gkRIekO_&__tn__=-R