LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

7124
ekelke-badurashvili

როგორც ეროვნულიკინოცენტრის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება, გარდაიცვალა კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი. მათ ეს ინფორმაცია რეჟისორის მეგობრისგან, ხათუნა ხუნდაძისგან მიიღეს. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ერეკლე ბადურაშვილი მცირე ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემის გამო გარდაიცვალა.

გთავაზობთ ეროვნული კინოცენტრის განცხადებას:

„ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს.

ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სტულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა“.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი მსახიობის, ლალი ბადურაშვილის ვაჟი და მომღერლისა და ტელეწამყვანის, ნინი ბადურაშვილის მამაა.

ერეკლე ბადურაშვილი 1962 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987),  “ცოდვის დღესასწაული”(1990), “თბილისი ჩემი სახლია”(1994), “კიდევ ერთი ქართული ისტორია”(2003); სცენარის ავტორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990); გადაღებულია ფილმში: “მატარებელი”(2001).

 

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უსამძიმრებს ცნობილი რეჟისორის ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები