გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ – ერთი წამყვანის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, დღეს დათო ტურაშვილი ეთერის მერე კლინიკაში გადაიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, დათო ტურაშვილს შეტევა ეთერის დროს დაეწყო.
ტელეწამყვანი სოფიო ხუნწარია წერს, რომ დათო ტურაშვილი ახლა კარგადაა.
„ქართული ოცნება“ თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი, თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია.
ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. #მე17სართული და #ფორმულა არ გაჩერდება როგორც არ უნდა ეცადოთ“. – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო.
დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.
ამავე თემაზე:
ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს