LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანს მორიგი შიშველი ფოტოსთვის აკრიტიკებენ

17

არსებობენ ადამიანები, ვისაც კიმ კარდაშიანის სიშიშვლით ვერ გააკვირვებ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სკანდალური ქალბატონის ყოველ თამამ გამოსვლას დაუღალავად აკრიტიკებენ.

მესამე შვილის დაბადებიდან რამდნეიმე დღეში, კიმმა ქსელში მორიგი პიკანტური ფოტო განათავსა. მასზე მისის უესტი საწოლზე წევს და როგორც ყოველთვის, მთლიანად შიშველია. თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი მისმა სითამამემ ამჯერად ძალიან გააღიაზიანა, რადგან კიმი დედა მესამედ სულ ცოტა ხნის წინ გახდა.

შეგახსენებთ, რომ შვილი კარდაშიანს სუროგატმა დედამ გაუჩინა, ამიტომ 37 წლის რეალითი ვარსკვლავი ძველებურად კარგ ფორმაშია და ეს უახლეს ფოტოზეც ჩანს. თუმცა გამომწერებმა მას თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რადგან თვლიან, რომ სამი შვილის დედას მსგავსი რამ აღარ ეკადრება. თავად კიმს ასეთი კომენტარები დიდად არ აწუხებს, რადგან მსოფლიო პოპულარობა მან სწორედ მსგავსი გზით მოიპოვა.

(ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები