კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო წყვილმა კენდალ ჯენერის დაბადების დღეზე გადაიღო.
ამერიკელმა მოდელმა კენდალ ჯენერმა დაბადების დღე 3 ნოემბერს გადაიხადა, ის 22 წლის გახდა. მოდელმა იუბილე ლოს ანჯელესში, რესტორან Le Petit-ში აღნიშნა და ყველა ნათესავი და მეგობარი მიიპატიჟა. გამონაკლისი არც კენდალის 37 წლის და, კიმ კარდაშიანი გახდა.
რეალითი შოუს, Keeping Up with the Kardashians-ის ვარსკვლავმა Instagram-ზე დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოების მთელი სერია გამოაქვეყნა. შავ-თეთრ ფოტოებზე კიმი კენდალთან, სტუმრებთან და მეუღლესთან ერთად პოზირებს.
მეუღლესთან გადაღებულ ფოტოში კიმი მის მიმართ სიყვარულსა და გრძნობას გამოხატავს.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდება, 2014 წელს ისინი დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს, 4 წლის ნორტი და წლინახევრის სეინტი. მესამე შვილს კი სუროგატი დედა ატარებს. ფოტოები