LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ქლოეს კვერცხუჯრედის გაყინვას ურჩევს

42

31 წლის ქლოე კარდაშიანმა Yahoo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ აპირებს ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს მიმართოს, რათა საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინოს. ამ გადაწყვეტილებამდე ის კიმ კარდაშიანის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მივიდა. ცნობილია, რომ ქლოე ლამარ ოდომთან ქორწინების დროს უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას. აქვე ქლოე დასძენს, რომ ჯერ 31 წლისაა და დაორსულების შანსები ჯერ კიდევ წინ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქლოეს ორსულობის თემა მთავარი გახლდათ კარდაშიანების შოუში 2011 წელს. წყვილმა არაერთხელ მიმართა ექიმს, თუმცა უშედეგოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები