ამ დღეებში პაპარაცებმა კიმ კარდაშიანი ბევერლი-ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს. რეალითი-ვარსკვლავი მეუღლესთან, კანიე უესტთან ვახშამზე მიემართებოდა და ამ ფაქტისთვის ზედმეტად თამამი ჩაცმულობა აირჩია.
კიმს გამჭვირვალე კომბინეზონი ეცვა, რომელიც მუქი ქსოვილით დაფარული მხოლოდ ქვედა ნაწილში იყო. კარდაშიანმა გადაწყვიტა, ბიუსჰალტერი საერთოდ არ ჩაეცვა, შესაბამისად, საკმაოდ მარტივი იყო მისი შიშველი მკერდის შეფასება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კიმი აქტიურად ვარჯიშობდა, რათა ზედმეტი კილოგრამები დაეკლო. შედეგის შეფასება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტოები