LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე დემნა გვასალიას პიჯაკით მივიდა (ფოტო)

239

2 დღის წინ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კიმ კარდაშიანი მიიღო. ცნობილია, რომ შეხვედრა კიმ კარდაშიანის ინიციატივით დაიგეგმა და მისი მთავარი მიზეზი 63 წლის ელის მერი ჯონსონი იყო, რომელსაც ნარკორეალიზაციის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

შეხვედრის ამსახველი ფოტო ტრამპმა „ინსტაგრაზე“ თავად განათავსა, ფოტოგრაფებმა კი კარდაშიანის გადაღება თეთრ სახლთან შეძლეს. შეხვედრაზე რეალითი-შოუს ვარსკვლავმა აქცენტი კლასიკურ შავ პიჯაკზე გააკეთა, რომლის ავტორიც ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

უფრო კონკრეტულად კი პიჯაკი და შარვალი Vetements-ის მოდის სახლია, რომელიც დემნა გვასალიამ დააფუძნა. პიჯაკის ღირებულება 4 ათასი დოლარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები