24 მაისს, კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ქორწინების 5 წლის იუბილე აღნიშნეს.
,,5 წლის წინ ამ დღეს საუკეთესო მეგობარზე ვიქორწინე”, – დაწერა პოსტის აღწერაში ამერიკელმა სატელევიზიო სახემ, რომელმაც ,,ინსტაგრამზე” საქორწილო წვეულების აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
5 years ago today I married my best friend. ✨
A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on
გაირკვა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა სადღესასწაულო თარიღი ლას-ვეგასში, სელინ დიონის კონცერტზე იზეიმა.
ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად კანადელი შემსრულებლისგან გახდა, რომელმაც 38 წლის სელებრითთან და 41 წლის რეპერთან ერთად გადაღებული ფოტოთი მათ იუბილე მიულოცა და შოუზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა 2014 წელს იქორწინეს. ისინი 4 შვილის მშობლები არიან, რომელთაგან ფსალმი ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით, 10 მაისს მოევლინა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ (ფოტო)
კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სახელი და ბიჭუნას პირველი ფოტო