ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი დაასრულა და “ჯავშან მატარებელით” არტიომის სადგურიდან გავიდა.
რუსული მედიის ცნობით, მას გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოუწყვეს.
გამგზავრებამდე, პრომორიეს მხარის გუბერნატორმა, ოლეგ კოჟემიაკომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საჩუქრად გადასცა პრომორიეში წარმოებული ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და რამდენიმე დრონი.
კიმ ჩენ ინი რუსეთში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.