LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინის ნახევარძმა აშშ-ს ჯაშუში იყო

179
58b0875354905755008b6a1d-750-375

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, რომელიც 2017 წელს მალაიზიაში მოკლეს, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმატორი იყო. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ნამი სწორედ ჯაშუშური საქმიანობის დროს მოკლეს – ის მალაიზიაში CIA-ს საკონტაქტო პირს უნდა შეხვედროდა. წყარო იუწყება, რომ მას CIA-სთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ასევე არ გამოირიცხება, რომ კიმ ჩენ ინის ნახევარძმა სხვა ქვეყნების დაზვერვასთანაც თანამშრომლობდა.

კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. ამერიკის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ კიმ ჩენ ნამი მომწამვლელი ნივთიერებით  მოკლეს, რომელიც ქიმიურ იარაღში გამოიყენება.

მკვლელობის შემდეგ მალაიზიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები