LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინიმ “წმინდა მთა” ისევ თეთრი ცხენით დალაშქრა (ფოტო)

282
ნატ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კორეელებისთვის “წმინდა მთაზე” პეკტუსანზე ისევ თეთრი ცხენით ავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

“ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის ლიდერს თან ახლდა, გრძნობდა მოჭარბებულ ემოციებსა და სიხარულს” – წერს გამოცემა.

სააგენტო ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს თეთრ ცხენზე ამხერებული ლიდერი პეკტუსანის მწვერვალის ფონზე, ასევე მისი მეუღლე და ლეიტენანტები, რომლებიც თეთრ ცხენებზე სხედან.

როგორც სამხრეთკორეული მედია აღნიშნავს, კიმ ჩენ ინი 2 700 მეტრი სიმაღლის პეკტუსანის დასალაშქრად ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან მომენტებში ადიოდა. მაგალიტად 2013 წლის თებერვალში, მისი ბიძის ჩან სონ თჰეკის სიკვდილით დასჯის წინ ავიდა, 2014 წლის ნოემბერში მამამისის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე, 2017 წლის დეკემბერში კი სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგების წინ.

ანალიტიკოსების აზრით, ამ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ეს იმას მოასწავებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონისთვის მიცემული ვადა, „შეცვალოს მტრული პოლიტიკა“, იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები