ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საჯაროდ შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გოგონა, მამას ქვეყნის ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ახლდა.
როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, გოგონას მამისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული.
გოგონას, სავარაუდოდ, კიმ ჩუ აე ჰქვია.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.