LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინი კვლავ “გაქრა” – სად გაუჩინარდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

150
BeFunky-collage (1)

მსოფლიოს ყველაზე იდუმალი დიქტატორი კვლავ გაუჩინარდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს. თუმცა, გამოცემისთვის უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება კიმ ჩენ ინის მორიგი გაუჩინარება.

ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საზოგადოების წინაშე უკვე 12 დღეა არ გამოჩენილა. მანამდე, კიმ ჩენ ინი 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე ვიხილეთ.

„შესაძლოა, ის ნამდვილად ჭრის ლენტს ფაბრიკების გახსნაზე, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის შემოწმება, ნამდვილია თუ არა ეს ფოტოები“, – აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, რობერტ ობრეიენი.

 

ცნობისთვის, 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულის ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეაში უარყვეს. სამხრეთ კორეული გამოცემები წერდნენ, რომ კიმ ჩენ ინი ნამდვილად ცოცხალია, თუმცა ოპერაციის შემდეგ, საკმაოდ მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

გარდა ამისა, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყნის ლიდერი კორონავირუსს ემალებოდა. სიმართლე დღემდე გაურკვეველია. როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინის მორიგ გამოჩენამდე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ვერსიებს კიდევ არაერთხელ ვიხილავთ საერთაშორისო მედიაში.

ვიდეო: კიმ ჩენ ინი ორეულებთან ერთად გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები