Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კილომეტრიანი ქაბაბი „ხინკლის სამეფოსგან“ – ინოვაცია ქართულ ბაზარზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კილომეტრიანი ქაბაბი „ხინკლის სამეფოსგან“ – ინოვაცია ქართულ ბაზარზე

20264973_1974867716066965_6272163633461339887_n

რესტორანი „ხინკლის სამეფო“ მოხმარებელს ქართული ტრადიციული კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს. გარდა ამისა, რესტორნის პროფესიონალი მზარეულები „ხინკლის სამეფოში“ მისულ სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებიდანაც მოუმზადებენ ძალიან ცნობილ კერძებს.

„ჩვენი მთავარი ნიშანი და განმასხვავებელი სხვა ქართული, ტრადიციული რესტორნებისგან, არის – ქაბაბი. ასეთ ქაბაბს სხვაგან ვერსად შეჭამთ. გვაქვს 2 სახის: გრანდიოზული და ახლა უკვე კილომეტრიანი ქაბაბი. გრანდიოზული ქაბაბი იწონის 600 გრამს და არის 70-75 სანტიმეტრის. რაც შეეხება კილომეტრიან ქაბაბს, ის იწონის ერთ კილოგრამს და არის 1 მეტრი სიგრძის. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მოსული სტუმრები ჩვენს ქაბაბებს ჯერ ფოტოებს უღებენ და შემდეგ აგემოვნებენ“, – აღნიშნეს „ხინკლის სამეფოს“ მენეჯმენტში. მათივე ცნობით, განსხვავებულია მათ რესტორანში მომზადებული ხინკალიც.

ცნობისთვის, რესტორანი „ხინკლის სამეფო“ 2009 წელს გაიხსნა და ის გლდანის ხიდებთან, შეშელიძის ქ. N6 -ში მდებარეობს. რესტორანში ამ ეტაპზე 100-ამდე ადამიანია დასაქმებული. „ხინკლის სამეფო“ ამჟამად მხოლოდ თბილისში, ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, თუმცა მიმდინარე წელს იგეგმება გაფართოება. რესტორნის მენეჯმენტი „ხინკლის სამეფოს“ ბრენდის ქვეშ ახალი ფილიალის გახსნა 3 ლიკაციაზე მოიაზრებს: გუდაური, ყაზბეგი და თბილისი. თუ რომელ ადგილზე გადაწყდება ახალი რესტორნის გახსნა, ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები