LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კილიან მერფი ან ბრედლი კუპერი – ვინ გახდება წლის საუკეთესო მსახიობი და ვის რა შანსები აქვს „ოსკარზე“

2408
ოსკარი1

„ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნომინაცია, წლის მსახიობი მამაკაცი” გახლავთ. აქ დიდია კონკურენციაც და განსაკუთრებულია მაყურებლის მოლოდინიც. საინტერესოა, რომ პირველად, ამ კატეგორიის გამარჯვებული 1929 წელს ემილ იანინსი გახდა, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ბოლო ბრძანება“. პირველად ნომინანტებს შორის იყო ჩარლი ჩაპლინიც, რომელიც მოგვიანებით, სიიდან ამოიშალა. არ არსებობს მსახიობი მამაკაცი, რომელსაც ჯამში 3 „ოსკარზე“ მეტი აქვს მიღებული, სწორედ ამ მსახიობებს, „ოსკარის“ რეკორდსმენებს უწოდებენ და ესენი არიან, უოლტერ ბრენანი, დენიელ დეი ლუისი და ჯეკ ნიკოლსონი.

რაც ეხება ამ წელს, ნომინანტებს შორის ლიდერია კილიან მერფიოპენჰაიმერში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. მერფი უკვე გახდა „ოქროს გლობუსისა“ და „ბაფტას“ გამარჯვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოსკარებამდე“ ყველა რეპეტიცია მან წარმატებით გაიარა.

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოგების შანსი აქვს წელს ბრედლი კუპერსაც, რომელსაც აქამდე რამდენჯერმე არ გაუმართლა, მათ შორის ფილმისთვის „ვარსკვლავის დაბადება“, სადაც მას პარტნიორობას ლედი გაგა უწევდა. წელს მსახიობი ნომინირებულია ფილმით „მაესტრო“, რომელიც თავად გადაიღო და მთავარო როლიც შეასრულა. როგორ განასახიერა დიდ ეკრანზე მსახიობმა ლეგენდარული დირიჟორის, ლეონიდ ბერნსტაინის როლი, ამას კინოაკადემიის წევრები თავად გადაწყვეტენ.

ნომინანტებს შორისაა ჯეფრი რაიტი, რომელმაც ფერადკანიანი მწერალი განასახიერა ფილმში „ამერიკული საკითხავი“.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ 54 წლის მსახიობი კოლმან დომინგო, რომელმაც ცნობილი უფლებადამცველის, ბაიარდ როსტინის როლი განასახიერა, ჯონ ვულფის ბიოგრაფიულ დრამაში „რასტინი“.

და ბოლოს არ უნდა გამოგვრჩეს პოლ ჯამატი, რომელმაც კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ფილმით „დატოვებულები“, წელს ის „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები