კიკეთში, სროლის დროს დაჭრილი ორი ქალი თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
დაჭრილებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.
ამასთან, როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კიკეთში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.