კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს“. მისი განმარტებით, „განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.
კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
„ჩვენი ქალაქი განადგურებულია, განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც ადამიანები ცხოვრებენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. მათ თავდასხმა განახორციელეს ნატო-ს სამიტის წინ. ეს შეიძლება იყოს ამ დღეებში ჩადენილი სიმბოლური აგრესია. ეს სიმბოლური თავდასხმაა, რადგან ბოლო თავდასხმა კიევში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მოხდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.