კიევთან ამერიკული ტელეკომპანიის, „Fox News-ის“ ჟურნალისტი დაიჭრა.
ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია დაშავებულის სახელი ან მისი მდგომარეობა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი ჟურნალისტი დაჭრეს. მისი ცნობით, რეპორტიორს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და რეანიმაციაში იმყოფება.