LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ყველა ქუჩას, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, სახელს გადაარქმევენ

79
638d89b-shcors690 (1)

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში 300 ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლა და 60 ძეგლის აღება სურთ. როგორც „უკრაინსკა პრავდას“, კიევის საკრებულოს მდივანმა, ვლადიმირ ბონდარენკომ განუცხადა, უკრაინის დედაქალაქის მთავრობა აპირებს, გადაარქვას სახელი ყველა იმ ქუჩას, რომელთა სახელწოდებაც დაკავშირებულია რუსეთთან ან ბელარუსთან.

​ასევე, იგეგმება ყველა ძეგლის აღება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან ან საბჭოთა კავშირთან.

„იდენტიფიცირებულია 279 ობიექტი, რომელთა სახელიც შეცვლა აუცილებელია. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს. ველოდებით მოქალაქეების წინადადებებს“, – განაცხადა ბონდარენკომ​.

მანამდე, ასევე ცნობილი გახდა, რომ აპრილის ბოლომდე კიევში აიღებენ ორი ძეგლს, რომლებიც ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ დგას, შემდეგ კი თავად თაღის დემონტაჟიც მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები