LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში სურთ, ბუბა კიკაბიძის საპატივსაცემოდ ერთ-ერთ ქუჩას სახელი გადაარქვან

457
ბუბასს

კიევში, პეჩერის რაიონში სურვილი გამოთქვეს, ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელი გადაერქვას.

პეტიცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ რუსი მწერლის, მიკოლა ლესკოვის ქუჩას დაარქვან ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდით, 19 იანვარს, დაკრძალეს. ის 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.

„დღეიდან მის სიმღერებს, მისი ხმით მოვისმენთ“ – ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

სიახლის შესახებ წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება.

„რამდენიმე დღეში კიევში, ბუბა კიკაბიძის სახელობის ქუჩა გამოჩნდება“. – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები