LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

89

უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის ინფორმაციით, კიევში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ქალი და ბავშვი და ისინი ცოცხლები არიან. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. მოცემულ ეტაპზე ეს არის სრული ინფორმაცია, რისი თქმაც შემიძლია. ეს ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებას დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

შეგახსენებთ, კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად  საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები