LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის შემოგარენში მასობრივ სარაკეტო თავდასხმებს ელიან – ბოლო ცნობები უკრაინიდან

126
კიევი

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ჩამოგდებულია. 

შესაძლო სარაკეტო საფრთხის გამო, რიგ რაიონებში, მოხდა ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა.

უკრაინის თავზე პირველი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, ნიკოლაევის მერმა ვიტალი კიმმა გაავრცელა.

„ჩვენ წინ მივიწევთ! ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“ - ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის

„დღეს, როგორც არასდროს, თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია საერთო მიზნისთვის, ეს უკრაინის გათავისუფლებაა“ - აღნიშნულია ზელენსკის „ტვიტში“. 

მისი თქმით, ნიკოლაევის რაიონში, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ორი რაკეტა გადაფრინდა. ასევე, ქალაქ ვილკულის [ხერსონის ოლქი] მერმა  კრივოი-როგში ორი რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.

ჩერკასისა და კიევის რეგიონების ხელისუფლებამ სარაკეტო საფრთხის გაზრდაზე განაცხადეს.

ბოლო სიახლეებს რუსეთ-უკრაინის ომზე ვრცლად წაიკითხავთ:

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

“ლეოპარდის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ” – სტოლტენბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები