LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა

100

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

“სირცხვილი, სირცხვილი, ეს სასამართლო არ არის”,-ასე გამოეხმაურა სააკაშვილი დღევანდელ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. სააკაშვილის შეფასებით, უკრაინაში სასამართლო სისტემა და სამართალი არ არსებობს.

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.

მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები