კიევის რეგიონში, ბელაია ცერკოვში ქართველი ბიზნესმენის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ის 39 წლისაა.
ცნობისთვით, ქართველი ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჭაში იპოვეს. არის ვარაუდი, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.