LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის მეტროპოლიტენში დაკვამლიანების გამო 4 სადგური დაიკეტა

71

ძლიერი დაკვამლიანების გამო კიევის 4 მეტროსადგური რამდენიმე საათით დაიხურა. ცისფერ ხაზზე  დაკვამლიანების  შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, არ მუშაობს სადგურები „ტარას შევჩენკო“ და „პეტროვკა“. მატარებლების მოძრაობის შეზღუდვის გამო, ზოგიერთი მეტროსადგურის ბაქანზე ხალხის რიგია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკვამლიანება სადენების აალებამ გამოიწვია. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ მეტროსადგურებმა მუშაობა განაახლეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები