უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს.
სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ის 50 მარშრუტი გამოაქვეყნა, რომელზედაც ოპერირებას FlyUIA 28 მარტიდან შეუდგება. აღნიშნულ სიაშია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაც.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის, უკრაინასა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები არ სრულდება. საუბარია მხოლოდ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ავიაკომპანიები ერთი თვით ადრე ათანხმებენ. ყველა რეისი არის გამყვანი.