LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს“ – ხოშტარია ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

80
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ის კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდა, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. აღნიშნულის შესახებ ხოშტარიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, პრეზიდენტს აქვს ძალიან სწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი, ასევე რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას. როგორც მანვე აღნიშნა, მისთვის ამ პროცესში ცენტრალური საკითხი მართლმსაჯულება იქნება.

“მაქვს განცდა, რომ მას ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ” – სამადაშვილი პრეზიდენტს შეხვდა

„ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი.

ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის.

„ჩემი აზრით, ძალიან კარგი ხედვა აქვს“ – იოსელიანი და ელისაშვილი პრეზიდენტს შეხვდნენ

ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები – ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ, ჩემთვის ეს იქნება ცენტრალური თემა ამ პროცესში.

ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის სააკაშვილის საკითხი და ეს არის აუცილებლად მოსაგვარებელი. რა ფორმით, როგორ, ზოგადად როგორ გადაიჭრება მართლმსაჯულების საკითხები, ამ ფორმას მე არ ვარჩევ, ეს უნდა იყოს შეთანხმების საკითხი. მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც არ იქნება იმიტაცია, არ იქნება მოჩვენებითი, არ იქნება ყალბი, ყველა ეტაპზე მზად ვარ, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზების არის სწორი.

დეკანოიძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი პოზიცია გავუზიარე, რომ როცა ეს სასამართლო პრეზიდენტებს ასამართლებს, არავითარ წინსვლაზე საუბარი არ შეიძლება

საბოლოო ჯამში დღეს ბურთი არის უფრო მეტად „ქართული ოცნების“ მოედანზე, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად გახსნილი ამ პროცესისთვის, პრეზიდენტი აბსოლუტურად აქტიურია და ხედვა გააჩნია. „ქართული ოცნება“ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს იქნება „ქართულ ოცნებაზე“ დამოკიდებული და პასუხისმგებლობაც იქნება მათზე”, – განაცხადა ხოშტარიამ.

“ეს პრეზიდენტის აზრია და მე ამ აზრს ვიზიარებ” – რას აცხადებს ანა დოლიძე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები