ავსტრალიელი „თოჯინა ბარბი“, ტარა ჯეინი მელბურნის ქუჩებში, მეგობართან ერთად გამოჩნდა. საზოგადოებას არ გამორჩა ის ფაქტი, რომ მას ტუჩები კიდევ უფრო მეტად ჰქონდა გადიდებული და წონაშიც დაკლებული იყო. ამ დღეს მას შავი შარვალი და წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი, ხელოვნური ბეწვის მოსაცმელი ამშვენებდა.
ცნობისთვის, ტარა ჯეინი 34 წლის „ინსტაგრამ“ ბლოგერია, რომელიც ცნობილი ორი წლის წინ გახდა. ის ყველაზე მეტად ჰგავს ბარბის თოჯინას. ამ შედეგისთვის მოდელმა 200 000 დოლარი დახარჯა. გაიდიდა მკერდი, ცხვირზე 6 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ ბოტოქსსა და ფილერზე.