LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ შემძულდა ეს მთავრობა, ძალიან გულგატეხილი ვარ: ანზორ მელია

284
ანზორ მელია

ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტინები გადაითვალეს. ხმების გადათვლის შედეგად, “ქართული ოცნების” კანდიდატს 12 ხმა დაემატა, პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს 2, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 1 ხმა.

გადათვლის პროცესს უნდობლობას უცხადებს ანზორ მელია. ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის ხმები კიდევ ერთხელ მოიპარა.

“ქურდებმა იციან ღამე ოჯახებში შევარდნა და დაყაჩაღება, ასე გააკეთა ქართულმა ოცნებამ” – აცხადებს ანზორ მელია

მელიას თქმით, ხელისუფლებამ თავი მოიჭრა მოსახლეობის წინაშე და ასეთი სიძულვილით ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებენ.

“გული მერევა, დღეს რომ წავიკითხე ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ შემძულდა ეს მთავრობა. არ უნდა იკადრო ასეთი რაღაც, ძალიან გულგატეხილი ვარ” – განაცხადა ანზორ მელიამ.

მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ხმების გადათვლამდე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ორი ხმით უგებდა მმართველი გუნდის კანდიდატს.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – ანი წითლიძე პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

დღესვე, “ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელიც ხვალ გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები