მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრში სტუმრობის შემდეგ ემოციებით სავსე პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ალბათ, ბევრს გეცნობათ ეს შეიხის ქუდი. დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო. ბევრი ვიტირე და ბევრი ვიცინე. დღეს პირველად გავბედე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წასვლა ნიკას მერე, თუმცა ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ნიკა ცოცხალია… ის ჩემი და ყველა მისი მეგობრის გულშია. მადლობა რუსთაველის თეატრის მსახიობებს ამისთვის…“
„შენ ჩვენი შვილების ლამაზი სამყარო მაჩუქე“ – ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური პოსტი
ნიკა ქაცარიძის აუსრულებელი ნატვრა და უკანასკნელი საჩუქარი ცოლისთვის: „ჩემი გაოცება უყვარდა…“