საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია:
“კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემტანის თვითშეფასების კითხვარი.
კითხვარის 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას 9 მაისამდე უნდა გაეგზავნოს”, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა 1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ა/წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.
საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
ბურთი საქართველოს მოედანზეა – დიდი და რთული სამუშაო იწყება: კარლ ჰარცელი