LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად, დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი” – გოდერძი შარაშია

469
BeFunky-collage (3)

ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია, გორშეღმის ბოლო მცხოვრების მიხა არაბულის შესახებ  “ფეისბუკზე” ემოციურ პოსტს ავრცელებს.

შარაშია წერს, რომ მიხა არაბული მისი სურვილის მიხედვით სოფელ ორბეულთაში  დაკრძალეს.

„დღეს მთაში კაცი დაკრძალეს!
ეს კაცი გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული იყო
ჩემი ქვეყნის მესაზღვრე იყო მიხა
ასეთი კაცები იშვიათად იბადებიან
ხევსური მარტოკაცი, ადრე იმედის გმირებში გადავიღეთ და ორი სიტყვა ძლივს ვათქმევინეთ საკუთარ თავზე
მიხო პაპა ქვეყანაზე წუხდა და ეს სევდა თან წაიღო
მიხას მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) სურდა დაკრძალვა და როგორც ფოტოებზე ჩანს ეს სურვილი შეუსრულეს
კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად
დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი”,- წერს შარაშია

მიხა არაბული გარდაიცვალა: „მშვიდობით პაპი..“

„ეს იყო მისი უკანასკნელი სურვილი“ – გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები