LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი საპოლიციო ავტომობილი ამჯერად Volvo-სგან

86

კომპანია Volvo-მ უნივერსალ V90-ის სპეციალური ვერსია წარმოადგინა, რომელიც შვედეთის პოლიციაში იმუშავებს. ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ავტომობილს მომავალი წლიდან გამოიყენებენ. Volvo V90-ის სპეცვერსიამ გაძლიერებული მუხრუჭები და სპორტული საკიდარი მიიღო. საპოლიციო V90-ებმა სპეციალური ტესტები უკვე გაიარეს და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

”ამ ავტომობილს რთულია ნაკლი უპოვო, სავალი ნაწილი, საჭის მართვა, საკიდარი და ტრანსმისია შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს”, – ამბობს პრესასთან პოლიციის წარმმომადგენელი.

Volvo V90-ის საბარგულის მოცულობა უკანა სავარძლების ჩაკეცვის შემდეგ 1526 ლიტრია. ავტომობილის სიგრძე 4936 მილიმეტრია, სიგანე კი 2019 მილიმეტრი.

ავტომობილი დაკომპლექტებულია ადაპტირებული კრუიზ კონტროლით, პარკტრონიკით, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით, მძღოლის მდგომარეობის სამეთვალყურეო ფუნქციით, ავტომატური ექსტრემალური მუხრუჭით, პარკირების დამხმარე და მკვდარი ზონების კონტროლის ფუნქციებით.