LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი სანქცირებული ბიზნესმენი – წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი, რომელიც „ბორჯომს“ აწარმოებს

1392
FORTUNA.GE (9)

რუსეთში სანქცირებულ ბიზნესმენებს შორის მოხვდა წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომლის კომპანიაც მინერალური წყალს „ბორჯომს“ აწარმოებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. 

დღემდე, საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული 7 000–ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში წერია, რომ ფრიდმანი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიხაილ ფრიდმანმა თავი აარიდა კითხვებს ვლადიმერ პუტინის დანაშულებთან დაკავშირებით. თქვა, რომ საკითხზე განცხადება მას და კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს გარკვეულ საფრთხეს შეუქმნიდა.

ფრიდმანის განცხადებით, სანქციები ვერ შეაჩერებდა პუტინის მიერ დაწყებულ ომს.

ის ასევე მხარს უჭერდა მატერიალურად და ფინანსურად პუტინის გადაწყვეტილებებს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის საკითხებში.

„ბორჯომის“ მიმართ პროტესტი გამოითქვა ესტონეთში, სადაც ზოგმა სავაჭრო ქსელურმა ობიექტმა გაყიდვიდან ამოიღო. მათი განმარტებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ბელორუსული და რუსული კომპანიებისგან პროდუქტს ვეღარ შეიძენდნენ, გარდა ამისა,ისინი ქსელში არსებულ მარაგებს დახლიდანაც იღებდნენ.

შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო “ მოიპოვებს და აწარმოებს მინერალურ და არაგაზირებულ წყლებს – ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს – ბორჯომის წყაროები და ბაკურიანი. კომპანიის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ქარხნები: N1 და N3.

“აიდიეს ბორჯომი საქართველო “ ყოფილი „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაა“. 2004 წელს, ბადრი პატარკაციშვილის თანამფლობელობაში არსებული კომპანიის მიერ,ქართული კომპანიის ბაზაზე საერთაშორისო კომპანია „IDშ Bორჯომი Iნტერნატიონალ“ შეიქმნა. 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილების ოჯახმა განაცხადა, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი რუსი მილიარდელის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია “ალფა ჯგუფს” 300 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევის თანახმად, აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.

საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამ 7,000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში.

ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1,200 – 2018 წელს დაფიქსირდა. რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია.

რუსულ მფლობელებთან და კომპანიებთან არის დაკავშირებული საქართველოში მომუშავე არაერთი დიდი კომპანია, რომელთა შორის არიან: სს „თელასი“, სს „ხრამჰესი“, სს „ელმავალმშენებელი“, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“, შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“), სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, შპს „როიალ ბატონი“, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“, „იანდექს ტაქსი“ და სხვა გემოცვის წევრია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები