„ვარჯიში, რომ წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა, ყველა ერთხმად თანხმდება. თუმცა, თუ გინდათ, რომ პროცესი დააჩქაროთ მიაქციეთ ყურადღება ყურებს.“ – გვირჩევენ კორეელი მეცნიერები.
რამდენიმე ხნის წინ კორეელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი : პაციენტებს, რომლებიც კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ წონაში დაკლებაზე, დაუნიშნეს 8 კვირიანი დიეტა, სპორტდარბაზში სიარული და 5 ქინძისთავი ყურის კონკრეტულ ადგილებში დასამაგრებლად, რომლებიც როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის შრომისუნარიანობასთან და ენერგიის ადვილად აღდგენასთან არის დაკავშირებული.
გამოკვლევებმა ასეთი შედეგი აჩვენა: პაციენტების უმეტესობას, ვინც პირნათლად შეასრულა დანიშნული დავალებები, 6%-ით მეტი დაიკლო წონაში, ვიდრე გამოკვლევაში მონაწილე დანარჩენმა მონაწილეებმა.
შესაბამისად გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, ყურის მიდამოებში „დარჭობილი“ 5 ქინძისთავის დახმარებით, თქვენი წონაში კლების კოეფიციენტი, 6%-ით იზრდება.