ფილმებისა და სერიალების პოპულარული სტრიმინგ-სერვისი Netflix რუსეთში მუშაობას ასრულებს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის დატოვებამდე Netflix-მა უარი თქვა რუსეთის ცენტრალური ტელეარხების ტრანსლირებაზე და რუსულ სერიალებზე მუშაობაც შეაჩერა. ასეთი სერიალების რაოდენობა კი ბოლო პერიოდში საკმაოდ მრავლად იყო.
მოკლედ, რუსეთს ძალიან ძვირი უჯდება თავისი აგრესია. გარდა სხვადასხვა ეკონომიკური სანქციებისა, ქვეყანას ცნობილი ბრენდები თუ კომპანიებიც ტოვებენ. Microsoft, Apple და Dell რუსეთს თავის სერვისს აღარ შესთავაზებენ. Nike-მა, Zara-მ, H&M-მ, Ikea-მ და სხვა კომპანიებმა კი მაღაზიები დაკეტეს.