LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ქართველი NBA-ში: გოგა ბითაძე ინდიანამ აიყვანა

177
bitadze-draft-silver

გოგა ბითაძე დრაფტზე “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 წლის ქართველს აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალო გაქანების გუნდმა მე-18 არჩევანის უფლება დაახარჯა. ბითაძე გახდა მეორე ევროპელი, რომელიც ნიუ-იორკში გამართულ დრაფტზე აირჩიეს. გოგას წინ ევროპიდან მე-15 ნომრად “დეტროიტში” წასული გვინეური ფესვების მქონე ფრანგი – სეკოუ დუმბუია აირჩიეს.

“ინდიანა” არ შედიოდა იმ კლუბების ნუსხაში, რომელში არჩევასაც სპეციალისტები ბითაძეს უწინასწარმეტყველებდნენ. გოგამ წინასადრაფტოდ ივარჯიშა “ატლანტასთან”, “დეტროიტთან”, “შარლოტთან”, “სან ანტონიოსთან” და “ბოსტონთან”, თუმცა მასზე უფლებები მე-18 ნომრის მქონე ინდიანელებმა მოიპოვეს.

ეს არის NBA, ჩემი ოცნება: გოგა ბითაძის პირველი ინტერვიუ

ვეცდები ყველაფერი კარგად შევასრულო: ქართველი NBA-ში იმედიანად მიდის.

211 სანტიმეტრი სიმაღლის ბითაძე, რომელიც თამაშის სტილითა და პოტენციალით თანამედროვე ცენტრის კლასიკური მაგალითია, “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა, რომელსაც ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრი – მაილს ტერნერი ჰყავს, რომელმაც ნბა-ს გასულ სეზონში დაფარებებში ლიდერობდა. ტერნერი გოგას სიმაღლეა და გასულ სეზონში ნათამაშები 74 მატჩიდან ყველა სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

სამაგიეროდ ბითაძის კონკურენტად ვერ ჩაითვლება ინდიანელთა სათადარიგო ცენტრი კაილ ო’ქუინი. ქართველის პოზიციის არ გახლავთ, მაგრამ მისი სიმაღლეა ლიეტუველი ლეგენდის – არვიდას საბონისის შვილი დომანტასი, რომელიც გასულ სეზონში “ინდიანაში” ძირითადად სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საშუალოდ 25 წუთი ჩნდებოდა.

როგორც პორტალებიდან ჩანს, “პეისერსი” ბითაძეზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს და მის მომავალს მხოლოდ საკუთარ კლუბს უკავშირებს. ინდიანელთა განცხადებით, ბითაძე დრაფტზე მდგარ ცენტრებს შორის ყველაზე დახვეწილია, რომელსაც ზურგს ევროპაში პროფესიონალურ დონეზე ნათამაშები ორი გამორჩეული სეზონი უმაგრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები