LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი ოჯახი წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად.. უმაგრესი ტელერეჟისორია, ძალიან დააკლდება საქართველოში ამ სფეროს“ – ემიგრაციაში წასული კიდევ ერთი ოჯახი

1048
Untitled design (1)

ტელერეჟისორი ქეთი დიასამიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ქეთი დიასამიძის ძმა სოციალურ ქსელში წერს.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს კიდევ ერთი ოჯახი წავიდა საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად. ჩემი დის ოჯახი…

ზოგადად, ყოველთვის საწყენია ახალგაზრდა ადამიანები როცა ტოვებენ სამშობლოს და სხვის მიწა-წყალზე ცდილობენ ცხოვრების აწყობას. მრავალჯერ უფრო საწყენია, თუ ეს ადამიანები შენი ოჯახის წევრები არიან. მთელი დღე სენტიმენტალური ვარ და იმედია, მაპატიებთ.

ქეთის ვინც არ იცნობთ, გარდა იმისა, რომ უჯიგრესი და უკეთილშობილესი ადამიანია, ასევე, არის უმაგრესი ტელერეჟისორი, რომელიც ძალიან დააკლდება საქართველოში ამ სფეროს.

ყოველთვის მიკვირდა, რანაირად შეეძლო ორ და სამ ტელევიზიაში ერთდროულად მუშაობა, არასდროს არსად დაეგვიანა და ურთულეს სიტუაციებშიც კი მშვიდად ემუშავა პირდაპირ ეთერებზე…

არსად მინახავს ერთდროულად ასეთი ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი და ერთგული ადამიანი. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ჩემი დაა. დამერწმუნება ყველა, ვისაც მის გვერდით უმუშავია.

მჯერა, მარტივად შეძლებს თავის დამკვიდრებას ახალ გარემოში და მალე რომელიმე მაგარი სამაუწყებლო კომპანიის საეთეროს პულტთან გადაღებულ ფოტოებსაც ვნახავ მის „სთორებში“.

ალბათ, პაწაწინა ნონოს ტკბილად სძინავს ახლა წყნარი ოკეანის თავზე ან, შეიძლება, გუშინ რომ ჩავუწერე ბევრი მულტფილმი, იქიდან უყურებს რომელიმეს.

წასვლისას დამპირდა, რომ ცენტრალ პარკში გაგვასეირნებს და სულ მაგარ-მაგარ ადგილებს დაგვათვალიერებინებს ხოლმე, როცა ვესტუმრებით!

 

დღეს კიდევ ერთი ოჯახი წავიდა საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად. ჩემი დის ოჯახი…

ზოგადად, ყოველთვის საწყენია…

Posted by Gio Diasamidze on სამშაბათი, 11 აპრილი, 2023

 

მიყვარხარ და მეამაყები, Ketevan ❤️

ბედნიერ ახალ ცხოვრებას გისურვებთ“, – წერს გიო დიასამიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები