უბრალოდ, კიდევ ერთი ლოქდაუნი დანას გამოუსვამდა ძალიან ბევრ ბიზნესს, – ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი აცხადებს.
მან „ბიზნესპარტნიორში“ რითეილ სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის ზაფხულთან შედარებით, ვაჭრობის შედეგები 2021წლის თებერვალსა და მარტში გაზრდილია. დადებითი ტენდენციაა აპრილშიც. მისივე განმარტებით, წელი ნორმალურად ჩაივლის, თუ ეკონომიკური საქმიანობა არ შეფერხდება.
„მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ვაჭრობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე გასული წლის ზაფხულში. აპრილშიც არა უშავს, არ არის ცუდი შედეგები. ამიტომ, თუ შევძლებთ, რომ რამენაირად ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, ამ მძიმე წელს ამ აქტივობით გადავიტანთ. უბრალოდ, კიდევ ერთი ლოქდაუნი დანას გამოუსვამდა ძალიან ბევრ ბიზნესს“,- დასძინა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.