LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი კეთილი ადამიანი წავიდა დედამიწიდან.. ღიმილით მიყურებდა ახლად დაბეჭდილი სურათიდან და მანიშნებდა, დაგასწარი ტატას მე შევხვდი!“ – თიკო ჩხეიძე 

1282
fot (5)

მოდელი თიკო ჩხეიძე, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ქალიშვილი, ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამ თვეში გადაურიცხავი წამლის ფული (რომელიც ნუკრიმ მე მანდო) და უამრავი გამოტოვებული ზარი დამრჩა… (რომელსაც არ ან ვერ ვპასუხობდი)კიდევ ერთი კეთილი ადამიანი წავიდა დედამიწიდან ნუკრი ბაბუ ტატას მერე ხუმრობაც იარაღად ვაქციე და ვხუმრობდი ყველგან და ყველაფერზე.

ნუკრი ბაბუს გამუდმებულ სიტყვებზე რომ ტატასთან უნდა და ვითომ მას ენატრებოდა განსაკუთრებულად… ძალიან დამწყდა გული 80 წლისა გახდებოდა მალე, თუმცა ყველას ხომ ჩვენი წილი დრო გვაქვს სიცოცხლისა.. ის კი ღიმილით მიყურებდა ახლად დაბეჭდილი სურათიდან და მანიშნებდა, დაგასწარი ტატას მე შევხვდი! მომენატრებით, შეხვედრამდე…“, – წერს თიკო ჩხეიძე.

ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი 2018 წელს, თბილისში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ორი შვილმკვდარი დედის საოცარი დიალოგი: „მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ…“

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

ვიდეო: თიკო ჩხეიძემ გარდაცვლილ ქალიშვილზე საუბრისას აუდიტორია აატირა: „დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები