კიდევ ერთი ევროპული მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – ტალინიდან ბათუმისკენ ჩარტერული ფრენები დაიწყო.
ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ ჩარტერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოჰყვა. ჩარტერული ფრენები “ტალინი-ბათუმი-ტალინი” კვირაში ერთხელ, სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება.
ტალინთან ერთად, ჩარტერული ფრენები ბათუმში ვილნიუსიდანაც ხორციელდება.