უახლესი მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით კიდევ 90 ექიმი დაინფიცირდა და ჯამში კოვიდ ინფიცირებულ მედიცინის მუშაკთა რაოდენობა 3100-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით კი მთლიანობაში უკვე 16 023 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 425 დაიღუპა, ხოლო 3 373 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
შეგახსენებთ, რომ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 32 ადამიანი.
მთლიანობაში ამ ეტაპზე სხვადასხვა კლინიკაში 279 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.