რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გახდება რესპუბლიკის პრეზიდენტი.
წინასწარი შედეგებით, ის კანდიდატებს დიდი სხვაობით უსწრებს.
ამ დროისთვის, ეგზიტპოლის მონაცემებით, პუტინს მხარი, 73.9%-მა დაუჭირა.
აღნიშნული მონაცემები, რომელსაც ისედაც წინასწარმეტყველებდნენ, პუტინისთვის 2012 წლის შედეგის გაუმჯობესებაა.
კანდიდატებიდან, პუტინის შედეგებთან ყველაზე ახლოს პაველ გრუდინინია. მაგრამ მის მიერ აღებული ხმების რაოდენობა 15.9%-ს არ აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლები სხვადასხვა ოლქში უამრავი შესაძლო დარღვევის ფაქტზე საუბრობენ.
ასევე, არჩევნების დასრულების შემდეგ, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე თავდასხმა განხორციელდა.
არჩევნებში პუტინთან ერთად 7 კანდიდატი მონაწილეობს. გამარჯვების შემთხვევაში ეს ვლადიმერ პუტინის მეოთხე 6 წლიანი მმართველობის ვადა იქნება.
იხილეთ სტატია რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ – არჩევნები რუსეთში: უფასო საკვები და დილიდანვე გავსებული ურნები