LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერზონა, სასტუმრო და კოსმოსური სახურავი – ”რეალმა” ახალი ”ბერნაბეუ” წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

210

მადრიდის ”რეალმა” საშინაო მოედნის – ”სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის მაკეტი წარადგინა. კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.

თუ სამეფო კლუბი მაკეტს რეალობად აქცევს, შესაძლოა ”ბერნაბეუ” მსოფლიოში საუკეთესო არენად იქცეს.

 

”რეალი არ აპირებს სტადიონის ტევადობის გაზრდას, რადგან ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების ნებართვა არ მიუღია. ცნობილია, რომ სტადიონი დაახლოებით 10-12 მეტრით ამაღლდება (ამ დროისათვის არენის სიმაღლე 45 მეტრია). ჯერჯერობით უცნობია როგორ შეიცვლება ტრიბუნები, თუმცა ცხადია, რომ ისინი ბევრად კომფორტული გახდება მაყურებლისათვის, ვიდრე ახლაა.

 

ახალი ”ბერნებეუს” პროექტი კლუბის მუზეუმის გაფართოებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არენის შიგნით სასტუმრო მოეწყობა.

 

სტადიონის თავზე მოძრავი სახურავი დამონტაჟდება, რომელიც დახურვის შემთხვევაში მთლიანად დაფარავს მოედანს.

პროექტი ახალი, 360 გრადუსიანი ვიდეოტაბლოს დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.

 

გარდა ამისა, ოფიციალურ საპრეზენტაციო ვიდეოში კიბერსპორტის ორი გუნდი -Isurus Gaming და Furious Gaming არიან ნაჩვენები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სტადიონის შიგნით კიბერსპორტის ზონა მოეწყობა.

„სანტიაგო ბერნაბუს” რეკონსტრუქცია შეცვლის არა მხოლოდ სტადიონს, არამედ მის გარშემო არსებულ არეალსაც.

იგეგმება სავაჭრო ცენტრ Plaza de los Sagrados Corazones-ის დემონტაჟი, რათა სტადიონის გარეთ შესაძლებელი გახდეს 6000 კვ.მ ფართობის გათავისუფლება, სადაც მოგვიანებით პარკი მოეწყობა, Paseo de la Castellana-ის პარკინგის ადგილას კი საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.

რეკონსტრუქციის გეგმას მწვანე შუქი ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში აუნთეს. სამუშაოები 2019 წელს დაიწყება და 3,5 წელს გაგრძელდება. რეკონსტრუქციის ღირებულება 525 მლნ. ევროს მიაღწევს.

ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ არენა სანტიაგო ბერნაბეუს სახელს შეინარჩუნებს, თუმცა არ გამორიცხა, რომ განახლების შემდეგ სტადიონის სახელწოდებას სპონსორის სახელიც დაემატოს.

”რეალი” ”ბერნებეუზე” საშინაო მატჩებს 1947 წლიდან მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები