LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერთავდასხმა აშშ-ს მსხვილ აეროპორტებზე – პასუხისმგებლობა რუსულენოვანმა ჰაკერებმა აიღეს

55
აეროპორტი

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. მათ შორის ატლანტას, ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის ოფიციალურ გვერდებზე. აეროპორტების წარმომადგენლების თქმით, შეტევას ფრენებზე გავლენა არ მოუხდენია.

კიბერშეტევის შედეგად, შეფერხებები ჯამში 14 აეროპორტის ვებგვერდზე დაფიქსირდა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსულენოვანი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა. ეს ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოჩნდა და მიზნად გამოაცხადა კიბერშეტევები უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები