LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

59
Untitled design (1)

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დასრულდა.

უწყების ცნობით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება “კიბერდანაშაულის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.
ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ორი ახალი მუხლი ემატება:

◼  286-ე პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის.

◼  სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 286(2) მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ინიცირებული კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულის თავში. მათ შორის, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები