LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბეებზე სიარული ადამიანს ენერგიით ავსებს

202

კიბეებზე სიარული ადამიანს იმაზე მეტ ენერგიას აძლევს, ვიდრე კოფეინი. ჯორჯიის უნივერსიტეტის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ დილის მთავარი რიტუალი არა ფინჯანი ყავა, არამედ კიბეზე 10 წუთი სიარული უნდა იყოს. როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ასეთი ვარჯიში ადამიანს ენერგიით აავსებს და თან თანხის დაზოგვის საშუალებასაც მისცემს. ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების ერთი ჯგუფი დილას კოფეინით იწყებდა, მეორე კი ვარჯიშით. შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვინც ვარჯიშობდნენ – თავს ბევრად უფრო ენერგიულად გრძნობდნენ.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კიბეებზე სიარული რიგ შემთხვევაში მუშაობის მოტივაციასაც კი ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები